ზოდიაქოს 3 ნიშანს 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
1767648281
დონალდ ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს მხარდაჭერაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მან ნობელის მშვიდობის პრემია არ დაუთმო. ინფორმაციას The Washington Post-ს თეთრ სახლთან დაახლოებულმა ორმა წყარომ აცნობა.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაჩადომ ჯილდო ტრამპს მიუძღვნა, მისი გადაწყვეტილება პრემიის მიღების შესახებ „უდიდესი ცოდვა“ იყო.
„მას რომ უარი ეთქვა და განეცხადებინა: „მე არ შემიძლია პრემიის მიღება, რადგან ის დონალდ ტრამპს ეკუთვნის“, დღეს ვენესუელის პრეზიდენტი იქნებოდა“, - განაცხადა წყარომ.
ტრამპმა, ვენესუელაზე თავდასხმისა და ნიკოლას მადუროს შეპყრობის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაჩადოს გაუჭირდება ქვეყნის ლიდერი გახდეს. თეთრი სახლის ლიდერმა მას „სასიამოვნო ქალი“ უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვენესუელაში „მხარდაჭერა და პატივისცემა არ აქვს“.
მაჩადოს თანამებრძოლები ტრამპის კომენტარებმა გაოგნებული დატოვა, განუცხადა The Washington Post-ს მის გუნდთან დაახლოებულმა პირმა.