ამერიკელმა კაცმა ლატარეაში $980 მილიონი მოიგო

ლატარეა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ნიუნანში მცხოვრებმა ადამიანმა Mega Millions-ის ლატარეაში 980 მილიონი დოლარი მოიგო.

გათამაშების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ეს ლატარეის ისტორიაში სიდიდით მერვე ჯეკპოტია, შტატის ისტორიაში კი ყველაზე მსხვილი მოგება.

გამარჯვებულმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, გათამაშების 6 რიცხვი - 1, 8, 11, 12, 57 და „მეგა-ბურთი“ - 7 გამოიცნო.

თუ გამარჯვებული თანხის ერთიანად გატანას აირჩევს, ის დაახლოებით 452,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ალტერნატიული ვარიანტია სრული ჯეკპოტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში, ყოველწლიური გადახდის სახით გაიცემა.