ამერიკელი რეპერი Stormzy კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს მიიღებს

რეპერი

2018 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა Stormzy-მ ფერადკანიანი სტუდენტებისთვის კემბრიჯის უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამა აამოქმედა. კემბრიჯის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მუსიკოსს ფილანთროპული საქმიანობისთვის დოქტორის ხარისხს მიანიჭებენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კემბრიჯის უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ Stormzy-ის პროგრამის მეშვეობით ფერადკანიანი სტუდენტების რიცხვმა იმატა.

2025 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტს Stormzy-ის სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით 55 ადამიანი დაამთავრებს.