ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ჰილტროუს აეროპორტი

ერთდღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა. პირველი თვითმფრინავი აეროპორტმა გვიან ღამით მიიღო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

აეროპორტის ფუნქციონირება მის სიახლოვეს ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო შეჩერდა.

ძლიერი ხანძრის გამო აეროპორტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ტერიტორიიდან კი მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.