1742135215
ამერიკელი ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ 6 დღე მანქანაში იყო ჩაკეტილი, ცოცხალი იპოვეს

ამერიკელი ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ 6 დღე მანქანაში იყო ჩაკეტილი, ცოცხალი იპოვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
41 წლის ბრიონა კასელი გასულ კვირას გაუჩინარდა. როგორ აღმოჩნდა, მას საჭესთან ჩაეძინა, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილიდან გადავარდა, არხში აღმოჩნდა და გზიდან მისი მანქანა აღარ ჩანდა. ავარიის დროს კასელმა ფეხები დაიზიანა და გადაადგილებას ვერ ახერხებდა, გამორთული ტელეფონის გამო კი ვერავის დაუკავშირდა.
საბოლოოდ, 6 დღის შემდეგ კასელი სადრენაჟო სისტემის სპეციალისტმა იპოვა. ქალი გონზე იყო და საუბრობდა. ფეხებზე, ნეკნებზე და მაჯაზე მიღებული ტრავმების გამო ის ოპერაციას საჭიროებს, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.