ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
ამერიკელ წყვილს McDonald-ში საკვების ნაცვლად ფულით სავსე პაკეტი მისცეს. შემთხვევა ტენესის შტატში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გრეგმა და ტრეისმა McDonald-ში ბურგერები შეუკვეთეს და მომსახურე პერსონალს უთხრეს, რომ ის წასაღებად გაემზადებინათ.
შესაბამისად, როდესაც გრეგსა და ტრეისს პაკეტი გადასცეს, წყვილი ვერც იფიქრებდა, რომ მასში ბურგერების ნაცვლად ფული იდებოდა.
როგორც შემდეგ გაირკვა, მომსახურე პერსონალს ბანკისთვის გადასაცემი ფულის პაკეტი და წყვილის შეკვეთა ერთმანეთში აერიათ.
გრეგმა და ტრეისმა ფულის პაკეტი აღმოჩენისთანავე McDonald-ს უკან დაუბრუნეს.