საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის შვილებს – ჰანტერ და ეშლი ბაიდენებს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჰანტერ ბაიდენი სარგებლობდა საიდუმლო სამსახურის დაცვით დიდი ხნის განმავლობაში, ყველაფერი გადახდილი იყო შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელების მიერ. ამისთვის სულ 18 ადამიანი იყო, რაც სასაცილოა! ის ამჟამად ისვენებს სამხრეთ აფრიკაში, სადაც ადამიანთა უფლებები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის გამო სამხრეთ აფრიკა ამოღებულია ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური დახმარების მიმღები ქვეყნების სიიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ მომენტიდან ჰანტერ ბაიდენი აღარ მიიღებს საიდუმლო სამსახურის დაცვას. ასევე, სიიდან მოხდება ეშლი ბაიდენის ამოღება, რომელსაც 13 აგენტი ჰყავს“, – წერს დონალდ ტრამპი.