ალენ დელონის ყოფილი პარტნიორი მსახიობს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს - ქალი მძიმე წარსულზე ალაპარაკდა

ალენ დელონი

ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის გარდაცვალებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მისმა ყოფილმა პარტნიორმა, როზალი ვან ბრემენმა, ურთიერთობის შესახებ აქამდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვა.

ქალმა ავტობიოგრაფიულ წიგნში „Amour fou“ განაცხადა, რომ მსახიობის მხრიდან წლების განმავლობაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა. მისი თქმით, დელონმა ცხვირი ორჯერ გაუტეხა, ერთ-ერთი შემთხვევა კი მათი შვილების თვალწინ მოხდა.

ვან ბრემენის მონათხრობით, მსახიობი მას იარაღითაც ემუქრებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდის დროს, მისი თქმით, დელონმა რევოლვერი საფეთქელთან მიადო და სასხლეტსაც რამდენჯერმე გამოჰკრა ხელი.

ქალი იხსენებს, რომ მათი ურთიერთობა 1987 წელს დაიწყო და დაახლოებით 15 წელი გაგრძელდა. წყვილს ორი შვილი - ანუშკა და ალენ-ფაბიენ დელონები ჰყავთ. როზალი საბოლოოდ მსახიობს 2002 წელს დაშორდა.

ყოფილი პარტნიორის განცხადებით, ურთიერთობაში იყო როგორც დიდი სიყვარული, ისე მძიმე ძალადობრივი ეპიზოდები. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მომხდარზე საუბარს ვერ ბედავდა.

ალენ დელონი 2024 წლის 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

✕