1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახლა დროა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, - განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში გამართულ შეხვედრაზე.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პირად როლს ამ საკითხში. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ცოტა მოგვიანებით შედგება, არ იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა. თქვენი ინიციატივით ასეთი შეხვედრები იმართებოდა და ვხედავ, რომ ძალიან კარგ ბიძგს აძლევდა ნორმალიზების პროცესს“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა წამოაყენა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს.
„ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა. ის ორი წლის წინ მოგვარდა, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი პრაქტიკულად არაფერია. ხოლო აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზება არის ფორმატი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს“, - განაცხადა მან.