„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა სკეპტიციზმი ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ მედიასთან.
თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.
მანამდე რუსეთმა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებისთვის მზადებაში უკრაინა დაადანაშაულა, რასაც დასავლეთსა და კიევში სიცრუე უწოდეს.