ახალი ზელანდიის აეროპორტში ჩახუტებაზე 3 წუთიანი ლიმიტი დაწესდა

აეროპორტი

ახალი ზელანდიის აეროპორტის შესასვლელში განთავსებულია ბანერი წარწერით: ჩახუტების მაქსიმალური დრო 3 წუთი. უფრო ძლიერი და მგრძნობიარე გამომშვიდობებისთვის გამოიყენეთ ავტოსადგომი.

Dunedin-ის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აეროპორტები „ემოციების კერად“ იქცა.

კვლევის თანახმად, „20-წამიანი ჩახუტება სრულიად საკმარისია სიყვარულის ჰორმონის, ოქსიტოცინის გამოყოფისთვის, ამიტომ სწრაფად დამშვიდობება უფრო მეტ ადამიანს მისცემს ერთმანეთთან ჩახუტების საშუალებას“.