სწორედ ომის აცილება იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა თითოეული ჩვენგანისთვის - მაია ბითაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეს იყო ძალიან გულწრფელი ინტერვიუ, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეეხო ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო საზოგადოებისთვის,

„მათ შორის საუბარი შედგა ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც აქამდე დაფარული იყო. რაც იყო საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა, ერთად შეკრულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო გაზაფხულზე. სწორედ ომის აცილება იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.