ახალგაზრდა ქალი საკუთარმა მანქანამ მოკლა, როდესაც ქალიშვილთან ერთად სასეირნოდ გამოვიდა

შემთხვევა

კალუგას მახლობლად ქალი საკუთარმა მანქანამ მოკლა. ტელეარხი "360-ის ცნობით, ობნინსკში მანქანამ მოკლა პატრონი, რომელიც წელიწად-ნახევრის ქალიშვილთან ერთად სასეირნოდ გამოვიდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ტრაგედია ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსთან მოხდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი 1980 წელს დაბადებული ქალია. გავრცელებული ცნობით, როცა ქალი გარეთ გავიდა, გადაწყვიტა თავისი მანქანა დაექოქა, მაგრამ მანქანაში ბოლომდე არ ჩაჯდა. რაღაც მომენტში მანქანა ადგილიდან დაიძრა და ქალი თან გაათრია. შედეგად, ქალი მანქანასა და ღობეს შორის აღმოჩნდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ დაზარალებული მეზობლებმა შენიშნეს და სასწრაფო გამოიძახეს. ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ექიმები ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ პაციენტი გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი არ დაშავებულა, რადგან ის ეტლში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ:

 

 

ასევე ნახეთ:

ფრანგი ფეხბურთელი ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ფსიქოლოგმა მისი შეჩერება შეძლო

„ველოდებით პარიზის რეისს...“ - რა კადრებს აქვეყნებს მამულიჩა

ეკუნა ყანჩაველი დედა გახდა - „ასმაგად დავაფასე ყველა მშობელი...“