1730750492
ფრანგი ფეხბურთელი ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ფსიქოლოგმა მისი შეჩერება შეძლო
ფრანგული ნიცას ახალგაზრდა ნახევარმცველი, ალექსის ბეკა ბეკა ქალაქ ნიცაში, იტალიისკენ მიმავალი მაგისტრალის ერთ-ერთ ხიდზე ავიდა თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა.
ფრანგი ფეხბურთელის შეჩერებას რამდენიმე საათის განმავლობაში კლუბის ფსიქოლოგი ცდილობდა, პარალელურად კი ოპერაციაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მეხანძრეები და სამხედროები იყვნენ ჩართულნი.
გამოცემა BFM-ის ცნობით, ფეხბურთელმა გზატკეცილზე მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ბარიერზე აძვრა. ხიდის სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრია. პოლიციამ პიროვნების ვინაობის დადგენა ავტომობილის ნომრით შეძლო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი რომანტიკული ურთიერთობის დასრულებას მოჰყვა.