ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1753464534
Adidas-მა ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი სპორტული ფეხსაცმლის ლიმიტირებული სერია adidas Birminghams გამოუშვა.
კომპანიამ სპორტული ფეხსაცმლის დიზაინი ოსბორნისა და ჯგუფ Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელი კონცერტის, Back to the Beginning-ის პატივსაცემად შექმნა. კონცერტი ივლისის დასაწყისში გაიმართა.
ბრენდმა მხოლოდ 121 წყვილი გამოუშვა, რაც ბირმინგემის - ოსბორნის მშობლიური ქალაქის - სატელეფონო კოდზე მიუთითებს. ფეხსაცმელი მუსიკოსის მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის არის განკუთვნილი.
დიზაინში გამოყენებულია Black Sabbath-ის საფირმო ფერები - იისფერი და შავი. ძირებზე კი ღამურებია გამოსახული, რომლებიც თავად ოსბორნმა დახატა.
ოზი ოსბორნი 22 ივლისს გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.