ადელმა საკუთარი ყვითელი პრესა „შექმნა"

ადელი

დაანონსებული მუსიკალური პაუზის აღებამდე, როგორც ჩანს, ადელმა გადაწყვიტა, ათასგვარ ჭორსა და მითქმა-მოთქმას პასუხი ირონიულად გასცეს. 36 წლის მომღერალმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც 5 ყალბ გარეკანს აერთიანებს. გაზეთის სახელწოდება The Saturn Times-ია. ეს სახელი ბევრს ალბათ ცნობილი ტაბლოიდების სახელწოდებებს მოგაგონებთ, რომელთა გავლენითაც ადელმა, დამცინავი მანერით, ფეიკ-გამოცემა შექმნა.

„მას შემდეგ, რაც ტაბლოიდებს წლების განმავლობაში ვუთმინე, გადავწყვიტე, შევუერთდე გართობას და საკუთარი შევქმნა. მართლაც ძალიან სახალისოა აბსოლუტურ ნონსენსზე წერა!", - ვკითხულობთ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ივლისში, საკონცერტო შოუების შემდეგ, 36 წლის ბრიტანელმა მომღერალმა გერმანულ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ ახალი მუსიკალური გეგმები არ გააჩნია და დროა, "დაისვენოს".

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა შემსრულებელმა ბოლო ალბომი 2021 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ დროის უდიდეს ნაწილს ის ლას-ვეგასში ატარებს, ახლახან კი თავის რიგით 90-ე შოუ მიუნხენში დაასრულა. ადელი ტურნეს საზეიმოდ ნოემბერში დახურავს. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Adele (@adele)