მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ
1770405761
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ბირთვულ საკითხზე ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და მომავალშიც გაგრძელდება.
„ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისი იყო. ახლა უნდა დავბრუნდეთ ჩვენს დედაქალაქებში, განვიხილოთ საკითხი ხელმძღვანელობასთან და ავუხსნათ, რა მოხდა ამ მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა არაღჩიმ.
მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. არაღჩიმ მადლობა გადაუხადა ომანის სულთანს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.
„შევძელით, ერთმანეთისთვის გადაგვეცა ჩვენი პოზიციები, გამოგვეხატა შეშფოთებები და ინტერესები ბირთვულ საკითხზე შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.