8 წლის ბიჭი, რომელიც 13 კილოს იწონიდა, სავარაუდოდ, მშობლებმა შიმშილით მოკლეს - ბავშვის დედამ დანაშაული აღიარა

მშობლები

8 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, მშობლებმა შიმშილით მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ვაჟი 13 კილოს იწონიდა. 

41 წლის ბრენდონ უოკერს ბრალად ედება პირველი რიგის მკვლელობა მისი შვილის, ნავინის სიკვდილის გამო. 2022 წლის 29 მარტს ნავინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიჭი ქრონიკული არასრულფასოვანი კვებისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. შეხორცების სხვადასხვა სტადიაზე სხეულზე სისხლჩაქცევებიც დაფიქსირდა. ძალადობის დროს, კუნთების ატროფიის გამო, ის მამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

ნავინის დედამ, სტეფანი ჯონსმა გასულ კვირას დანაშაული აღიარა.

მშობლებს პროკურატურა ადანაშაულებს შვილის შიმშილით მოკვლაში. ნივთმტკიცებად ამოღებულია მშობლების ტელეფონები. მათი მესიჯებიდან გაირკვა, რომ ბიჭი ბოლოს ნაგვის ურნიდან ჭამდა საჭმელს.

უოკერის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ნავინის გარდაცვალებაში ბიჭის დედაა დამნაშავე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

„მათი მაგიური ძალა მოქმედებს ყველაფერზე...“ - რის შესახებ წერს ეზოთერიკოსი

როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელიც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდა

როგორი იანვარი ელით ზოდიაქოს ნიშნებს