სად შეგიძლიათ გადაადგილდეთ და სად ისევ აკრძალულია მოძრაობა - გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

გზები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ150 (სურამის კვანძი - სოფელი ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობები რჩება რთული, რის გამოც, ვთხოვთ მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება.