გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ახალი წლის დღეებში უამრავი რჩევა-რეკომენდაცია ვრცელდება, რათა წელი წარმატებული და ბევრი კარგი რამის მომტანი იყოს. გთავაზობთ 7 საახალწლო რიტუალს ესპანელებისგან, რათა ჯანმრთელობა, სიყვარული და ფული მოიზიდოთ.
ესპანეთში მიაჩნიათ, რომ შამპანურის ჭიქაში ოქროს ბეჭდის ან რაიმე ოქროს სამკაულის ჩაგდება და მისგან დალევა იგივეა, რაც ახალი წლის ღამეს, თვით სიმდიდრის დალევა.
თუ მომავალ წელს გსურთ დაოჯახება, ან იმ ერთადერთი ადამიანის პოვნა, მაშინ ახალი წლის ღამეს, სანამ 00:00 გახდება, წამებით ადრე, სკამზე უნდა იჯდეთ და ახალი წლის შემოსვლასთან ერთად, სამჯერ სწრაფად უნდა ადგეთ და დაჯდეთ. ზედიზედ.
დიახ, როგორც მიხვდით, საკმაოდ სწრაფად უნდა იმოქმედოთ!
ამისათვის საჭიროა გაასუფთაოთ სახლის ყველა კუთხე. მათ შორის, ცოცხით ჩამოწმინდოთ ჭერი, კარ-ფანჯრის ჩარჩოები, გამოგავოთ იატაკი - თანაც, არც ავეჯის ქვეშ შეძრომა არ დაგავიწყდეთ.
სიმბოლურად, ესაა რიტუალი, რომელიც გამოხატავს წინა წლის ნეგატიური ენერგიის მოშორებას.
საახალწლო სუფრა აუცილებლად გააფორმეთ იასამნისფერი და ოქროსფერი ელემენტებით. ესპანელები მიიჩნევენ, რომ ესაა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ფერები.
ეს შესაძლოა აქამდეც გსმენიათ: ახალი წლის ღამეს, ჩაიცვით რაღაც ახალი, სასურველია, წითელი ფერის - ასე მარტივად მოიზიდავთ კეთილდღეობას და ვნებას. სრულიად ახალი ნივთები დაგეხმარებათ, რომ ახალი წელი წარსული პრობლემების გარეშე დაიწყოთ.
გაათავისუფლეთ თქვენი ცხოვრება ყველაფრისგან, რაც არ გჭირდებათ. იქნება ეს ტანსაცმელი, წიგნები, ჭურჭელი თუ ნებისმიერი რამ.
ეს საქველმოქმედო ქცევა, ახალი წლის ბედნიერი დასაწყისის აუცილებელი წინაპირობაა.
ახალი წლის დადგომამდე მიირთვით ყურძნის 12 ლებანი, თანაც სათითაოდ. დაიმახსოვრეთ, თითოეულ ყოველ ყურძენს, ერთი სურვილი უნდა სთხოვოთ.ეს შესანიშნავი გზაა, რათა მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი მომავალი წლის პრიორიტეტები.