„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
ვერძი
სადღესასწაულო დღეებში, ბედნიერად იგრძნობთ თავს, ახალი წელი მხიარულ ატმოსფეროში ჩაივლის, წელი კი უამრავ ახალ შეხვედრასა და სიახლეს გპირდებათ.
რიტუალი თქვენთვის: აიღეთ ნებისმიერი ოქროს სამკაული (მთავარია თქვენი იყოს) ან ნებისმიერი ოქროსფერი ფიგურა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე, ჩაიფიქრეთ სურვილი და უთხარით მას „იბრწყინე და დამეხმარე ჩემი სურვილის ასრულებაში“. ახალი წლის მერე, ატარეთ ის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე.
კურო
შეეცადეთ, მშვიდად, აუღელვებლად და ფხიზლად შეხვდეთ ახალ წელს, სწორედ ასეთ დღეებში ხდება ხოლმე საოცრებები, ახალი წელი თქვენთვის ახალ დიდ შესაძლებლობებს მოიტანს.
რიტუალი თქვენთვის: აიღეთ ქოთანი და მიწაში ჩაფალით მონეტა, მეორე დადეთ ზევიდან და თქვით,- „იზარდე და იმრავლე, გახდი სპილოსავით დიდი და სტაბილური.“
საახალწლო დღეებში ქოთანი ნაძვის ხესთან იყოს, შემდეგ კი ზედა მონეტას იღებთ და საფულით ატარებთ. ქვედა მომავალ წლამდე დატოვეთ, შეგიძლიათ დარგოთ მასთან ერთად ყვავილიც.
ტყუპები
ახალი წლის დადგომამდე, უამრავი საქმე გაქვთ მოსასწრები, ხუმრობა ხომ არაა?! სანტაც უნდა იყოთ და მასპინძელიც. მაგრამ ღამის 12 საათის მოახლოებისთანავე, ყველაფერი ჯადოსნური ელფერით შეიცვლება.
რიტუალი თქვენთვის: აიღეთ სახლის გასაღები, დაკიდეთ ნაძვის ხეზე და თქვით „ ყველა სირთულესა და პრობლემურ საკითხს ვხსნი ამ გასაღებით“.
კირჩხიბი
დატვირთული და დამღლელი დღე შეიძლება იყოს, სირბილი და მზადება სტუმრების დასახვედრად, მერე კი მოწესრიგება-დალაგება. თუმცა, დღეს მთავარია, არ დაგავიწყდეთ და გამოიყენოთ ჯადოსნური დრო.
რიტუალი თქვენთვის: დაისხით ჭიქა ღვინო, შეხედეთ მთვარეს და უთხარით :“ როგორც შენ იცვლები, ისე შეიცვალოს ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორც შენ იკლებ ხოლმე, ისე იკლოს სირთულეებმა, როგორც შენ იმატებ, ისე იმატოს ბარაქამ, სიყვარულმა და კეთილდღეობამ“. შესვით სასმისი და დაელოდეთ საოცარ სიახლეებს.
ლომი
თქვენ ზეიმის სული და გული ხართ! იოცნებეთ, განეწყვეთ უკეთესი მომავლისკენ და ყველაფერი ჯადოსნური გზით სათქვენოდ დალაგდება.
რიტუალი თქვენთვის: შეარჩიეთ ვარსკვლავის ნებისმიერი ფიგურა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე მწვერვალისკენ, ჩაიფიქრეთ სურვილი და უთხარით ვასრკვლავს: „იკაშკაშე, გამინათე გზა და მომიტანე წარმატება ნებისმიერ სფეროში“. კარგი იქნება, ახალი წლის შემდეგ, ეს ვარსკვლავი ატაროთ თილისმად.
ქალწული
კარგი იქნება, ახალ წელს თუ სადმე სხვაგან შეხვდებით, 2023 წლიდან ქალწულები ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალი ჩვევებითა და ცხოვრების რეჟიმით: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში და ა.შ. ახალი წლის ღამე ის ჯადოსნური მომენტია, როდესაც ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.
რიტუალი თქვენთვის: შუა ღამის მოახლოებისას, კურდღლის ფიგურა მოათავსეთ ნაძვის ხესთან და უთხარით მას: „მომარიდე ყველა დაბრკოლება ჩემი წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის გზაზე“. ახალი წლის შემდეგ, ის შეგიძლიათ, დადგათ თქვენს სამუშაო მაგიდაზე.
სასწორი
ეს ახალი წელი სჯობს , თქვენთვის ნაცნობ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, თქვენი მახასიათებელი უნდა იყოს სისადავე და პრაქტიკულობა. იმ სასწორებს რომელთაც არ გყავთ ცხოვრების მეგზური, 2023 წელი დაწყვილებას გპირდებათ, ასევე, გაგახარებთ მათაც, ვინც შვილის მოლოდინში ხართ.
რიტუალი თქვენთვის: გულის ფორმის საკიდი ნებისმიერი სახით, შუა ღამის მოახლოებისას, დაკიდეთ ნაძვის ხეზე და სთხოვეთ: „ შენ მომიტან სიყვარულსა და ბედნიერებას“. მომდევნო დღეებში, კარგი იქნება, ეს გული ატაროთ მთელი წელი.
მორიელი
თქვენ გიყვართ განსხვავებულად ახალი წლის აღნიშვნა, წელს, თქვენ განსაკუთრებით მხიარული, ხელგაშლილი და ყურადღებიანი იქნებით.
რიტუალი თქვენთვის: წარმატებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის დაასკუპეთ ოქროსფერი კურდღლის ფიგურა ნაძვის ხესთან და უთხარით:“ შენ იქნები ჩემი დამხმარე ყველა საქმეში, შემოსავლების ზრდა - დაგროვებაში, საქმიანი იდეების რეალიზებაში“. ახალი წლის შემდეგ, დასვით ეს კურდღელი თქვენს სამუშაო სივრცეში.
მშვილდოსანი
დიდი მხიარულება და დროს ტარება ძალიან გაგახალისებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს დღესასწაულია, საოცრებების, სურვილების ასრულების ჯადოსნური დრო, ნუ გაფლანგავთ ამ დღის ენერგიას პოლიტიკაზე და სხვა ყოფით საკითხებზე საუბარში.
რიტუალი თქვენთვის: თუ გყავთ ხოტეი ( მოღიმარი ბუდა ), მოათავსეთ შუა ღამემდე ნაძვის ხესთან, დაუწყვეთ ტკბილეული, ფულის კუპიურები და მოილხინეთ, არ გჭირდებათ კონკრეტული სიტყვები, მოეფერეთ, გაუზიარეთ თქვენი სურვილები, იცინეთ, იხალისეთ. შემდეგ უკვე დასვით მაგიდაზე ოთახის შუაგულში და ის აუცილებლად მოიტანს თქვენს ოჯახში ყველანაირ სიკეთეს, ხვავს, ბარაქას, წარმატებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
თხის რქა
ახალი წელი თქვენი დღესასწაულია და ბავშვივით გახარებთ, გჯერათ სასწაულების, გჯერათ, რომ გაიხსნება ჯადოსნური კარი და აუცილებლად დაიწყება ახალი ზღაპარი. იყავით ხელგაშლილი, გაუკეთეთ საჩუქრები ახლობლებს.
რიტუალი თქვენთვის: კარიერულ, ფინანსურ ასპარეზზე კეთილდღეობისთვის, დაგჭირდებათ კუს ფიგურა. დასვით ნაძვის ხესთან და უთხარით: „შენ სტაბილურ შემოსავალს მომიტან, იქნები ჩემი მცველი და საყრდენი ნებისმიერი საქმეში.“ ახალი წლის შემდეგ, დაასკუპეთ კუ თქვენს სამუშაო სივრცეში.
მერწყული
გიყვართ განსხვავებულ გარემოში დღესასწაულების აღნიშვნა, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად, მიუხედავად არსებული ქაოსისა, მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ხართ ყველაფრით. სურვილების ჩაფიქრების დროა!
რიტუალი თქვენთვის: დაკიდეთ ნაძვის ხეზე ანგელოზის ფიგურა, ჩაიფიქრეთ სურვილი, სთხოვეთ : „შენ იყავი ჩემი მეგზური ყველა კეთილ საქმეში და დამეხმარე ჩემი სურვილების ფრთაშესხმაში“. ამ ანგელოზს, ახალი წლის შემდეგ, კარგი იქნება, თუ თქვენს სივრცეში მოათავსებთ, ან ატარებთ გულსაკიდის სახით.
თევზები
იმხიარულეთ, იცეკვეთ, იზეიმეთ. ახალი წელი ჯადოსნური დროა სურვილების ასრულებისთვის და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების შესატანად. ეს ახალი კვირა თქვენთვის მოულოდნელობებით იქნება აღსავსე, 2023 თქვენთვის საუკეთესოა.
რიტუალი თქვენთვის: თქვენ დაგჭირდებათ ნიჟარა, ნებისმიერი ფორმის, შუა ღამის მოახლოებისას, მოიმარჯვეთ ის და მოუყევით თქვენი სურვილების შესახებ დეტალურად. ნიჟარა იქნება თქვენი მესაიდუმლე და ის იზრუნებს თქვენი სურვილების ხორცშესხმაზე. ახალი წლის შემდეგ, მოათავსეთ ის თქვენს საწოლთან.