„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
საახალწლო დღეებში, განსაკუთრებით ეფექტურია სურვილის ჩაფიქრება, როდესაც სამყაროში იმედით, საოცრებების მოლოდინითა და პოზიტივითაა ჰაერი გაჯერებული.
გთავაზობთ რამდენიმე რიტუალს, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ, თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახალი წელი თხის რქის სამეფო გრადუსს ემთხვევა, გაცილებით დიდია სურვილების მატერიალიზების ალბათობა!
რიტუალი 1
აიღეთ მცირე ზომის ფურცელი, ჩამოწერეთ მასზე თქვენი სურვილები, მიეცით ამ სურვილებს გეგმების სახე.
ახლა კი შეარჩიეთ ნაძვის ხის სათამაშო (სასურველია ლურჯი, ვერცხლისფერი ან იასამნისფერი) მოხსენით თავი და მასში მოათავსეთ ეს ფურცელი (თავს ისევ მოარგებთ). სათამაშოს ჰკიდებთ ნაძვის ხეზე, შემდეგ კი როდესაც აიღებთ ნაძვის ხეს ეს სათამაშო გადაიტანეთ თქვენი სივრცის გასაფორმებლად.
მომავალ წელს ამ დროს კი გადახედეთ თქვენს გეგმა-სურვილებს. დასკვნები თავად გააკეთეთ..
რიტუალი 2ნაძვის ხის სიმბოლო ერთგვარი ჯადოსნური ინსტრუმენტია, რომელიც ააქტიურებს კეთილდღეობის ენერგიებს. ამიტომ, ეცადეთ, საგულდაგულოდ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბუნებრივი ან ხელოვნური ნაძვი.შეიძინეთ ვარსკვლავის ფორმის საკიდი (გულსაკიდი, ბროში, ნაჭრის სამაგრი ან ნაძვის ხის სათამაშო). დაკიდეთ ახალი წლის მოახლოებისთანავე და სთხოვეთ ვარსკვლავს მოგიტანოთ წარმატება 2023 წელს. მოათავსეთ ვარსკვლავი ნაძვისხეზე მწვერვალისკენ და ეკიდოს იქ სანამ მას არ აიღებთ. შემდეგ კი ეს ვარსკვლავი მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილას ან თავად ატარეთ.
მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა