3 გარდაცვლილი ოჯახური ვახშმის შემდეგ - ქალს ყოფილი ქმრის ნათესავების სოკოთი მოწამვლას ედავებიან (უცხოეთი)

ლენტა

ავსტრალიაში დააკავეს 49 წლის ქალი, ერინ პატერსონი, რომელსაც გამოძიება ყოფილი მეუღლის ნათესავების მკვლელობას ედავება, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ქალმა ვახშამზე მიიწვია ყოფილი ქმრის მშობლები, ასევე - ყოფილი მამამთილის და-ძმა. ვახშმის შემდეგ, ოთხივე, მუცლის ძლიერი ტკივილებით, საავადმყოფოში აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ, 70 წლის ცოლ-ქმარი და მამაკაცის და გარდაიცვალნენ, ძმას კი, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო.

ერინ პატერსონი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ვინმეს დაზიანება არ ყოფილა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: რა დეტალებია ცნობილი კლინიკიდან გაქცეულ პატიმრების საქმეზე

რომელი პროფესიის ადამიანები არიან დემენციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ

„...ამ პერიოდში არ გაასესხოთ ფული, არ შეიძინოთ ნივთები“ - ასტროლოგის გაფრთხილება