„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
გერმანიაში 28 წლის ავღანელი მამაკაცი დააკავეს დანით თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც მან 2 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევა ბავარიაში, ქალაქ აშაფენბურგის პარკში მოხდა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილი განზრახ დაესხა თავს საბავშვო ბაღის ჯგუფს სამზარეულოს დანით. მინისტრის თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს ეჭვმიტანილის ფსიქიკური პრობლემებით იყო მოტივირებული და არა რადიკალური ისლამისტური დამოკიდებულებით.
დაღუპულები არიან 41 წლის გამვლელი გერმანელი მამაკაცი და 2 წლის, წარმოშობით მაროკოელი ბიჭი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაჭრილებს შორის არიან - 2 მცირეწლოვანი, მასწავლებელი და 61 წლის მამაკაცი.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.