დაათვალიერეთ, არუნ ხათრის მდიდრული სახლი ინდოეთში - ვიდეო
1726417188
19 წლის ბიჭმა ნაპოვნი $135 000 უკან დააბრუნა - მან ჯილდოდ $500 მიიღო. შემთხვევა ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში მოხდა. როგორც ხოსე ნუნეს რომანიზი იხსენებს, იგი საკუთარ საბანკო ანგარიშზე ბანკომატის დახმარებით თანხის შეტანას აპირებდა, რა დროსაც $50 და $20 დოლარიანი კუპიურების დიდი წყება დაინახა.
თანხა მან პოლიციის უახლოეს დეპარტამენტში მიიტანა და პირველადი დაანგარიშების შემდეგ დადგინდა, რომ ნაღდი ფულის სახით 19 წლის ბიჭმა $135 000-ს მიაგნო. ოდენობა მართლაც უპრეცედენტო აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, თანხა ერთ-ერთი ადგილობრივი ბანკის თანამშრომელს ბანკომატში უნდა ჩაეტვირთა, რათა რეზერვი კუპიურებით შეევსო.
გაირკვა, რომ 19 წლის ხოსე უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალზე სწავლობს. მადლობის ნიშნად მას $500 საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
„ჩემი კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე კეთილსინდისიერი ამბავია, რაც კი გამიგია. კარგი მოქალაქეობის ნამდვილი მაგალითია ის, რაც ამ ბიჭმა გააკეთა”, - ამბობს საპოლიციო განყოფილების ხელმძღვანელი.
ასევე ნახეთ: