113 გერმანელმა დეპუტატმა ოფიციალურად მიმართა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალოს სიდიდით მეორე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“

113 გერმანელმა დეპუტატმა ოფიციალურად მიმართა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალოს სიდიდით მეორე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“

სააგენტო Visegrad 24 სოციალურ ქსელ X-ში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 113 გერმანელმა დეპუტატმა ოფიციალურად მიმართა გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალოს ქვეყნის სიდიდით მეორე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ისინი ადანაშაულებენ ანტიდემოკრატიულ ქცევაში და ანტიკონსტიტუციურ მიზნებში.

განცხადება გადაეგზავნა ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბარბელ ბას და საკანონმდებლო პროცესის სწრაფად დასრულებას ისახავს მიზნად.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს დეპუტატების შუამდგომლობას, ეს გახდება ოფიციალური საფუძველი იმისთვის, რათა ხსენებული პარტია შემოწმდეს, არღვევს თუ არა ის გერმანიის კონსტიტუციის პრინციპებს და ექვემდებარება თუ არა აკრძალვას.