სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ნამდვილ მეგობრობას წლები ვერაფერს აკლებს. 109 წლის ქალები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამეგობრდნენ, 80 წლის შემდეგაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ. დოროთისა და ველმას გზები ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობისას გადაიკვეთა. მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი მბეჭდავებად მუშაობდნენ და ერთმანეთიც ასე გაიცნეს.
უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დოროთი ასეთ სიტყვებს ამბობს: ჩვენს მეუღლეებსაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთად დიდ დროს ვატარებდით, ვმოგზაურობდით, ბევრ დანაკარგთან მოგვიწია გამკლავება. მაგრამ ერთმანეთი გვაძლიერებდა“.
მას შემდეგ 80 წელი გავიდა, თუმცა, დრომ მათი კავშირი უფრო გააძლიერება. ისინი ახლაც საუკეთესო მეგობრები არიან.
ველმამ ისიც აღნიშნა, რომ ჯანსაღი ჩვევებისა და მათი მრავალწლიანი ურთიერთობის გარდა, ბედნიერების მთავარი საიდუმლო ადამიანების მიმართ სიკეთის გამოჩენაა.