პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოჯახურ წყევლებსა და გათვალვას ყოველთვის ეჭირა გარკვეული ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ კარგად დავაკვირდებით, რეალურად არსებულ შემთხვევებსაც უამრავს ვიპოვით.
წარმოგიდგენთ ოჯახებს, რომელთაც თავს საგვარეულო წყევლა დაატყდათ:
ჰემინგუეის ოჯახი
მიუხედავად პოპულარობისა და საყოველთაო პატივისცემისა, ჰემინგუეი ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა და 62 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თუმცა, ერნესტი არ იყო ერთადერთი ჰემინგუეი, რომელიც კლინიკური დეპრესიით იტანჯებოდა- მწერლის ბედი გაიზიარა მისმა დამ ურსულამაც, ხოლო უფროსმა ძმამ ლესტერმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დიაბეტის გამო ორივე ფეხის ამპუტაცია მოუწევდა.
ბრიუს ლის ოჯახი
ბრიუს ლი გარდაიცვალა 6 დღით ადრე, სანამ ეკრანებზე გამოვიდოდა ფილმი-შედევრი მისი მონაწილეობით "დრაკონის გამოსვლა". ის ამ დროს მხოლოდ 33 წლისა იყო. მისი სიკვდილის შესახებ უამრავი კონსპირაციული გამონაგონი დადიოდა-მას მიაწერდნენ, მაგალითად, ჩინურ და იტალიურ მაფიასთან კავშირსაც კი. გადაღებაზე მისულ ბრიუს ლის თავი ატკივდა, ხოლო მსახიობმა ბეტი ტინგ პეიმ მას გამაყუჩებელი აბი დაალევინა. ლის დაეძინა და აღარც არასოდეს გაუღვიძია. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლის სისხლში იყო კანაფის დიდი რაოდენობა, რომელიც რეაქციაში შევიდა გამაყუჩებელ წამალთან და სწორედ ამან გამოიწვია სიკვდილი.
ზუსტად 20 წლის შემდეგ ბრიუსის შვილი ბრენდონიც მამის მსგავსად გადასაღებ მოედანზე გარდაიცვალა-ის მოკლა გასროლამ პისტოლეტიდან, რომელიც ბუტაფორიის მაგივრად რატომღაც ნამდვილი აღმოჩნდა... და ისევ ათასგვარი ჭორი, მითქმა- მოთქმა, ვერსიები და გამოძიება, თუმცა ბრენდონის სიკვდილი დღემდე მაინც იდუმალებითაა მოცული.
კენედების ოჯახი
კენედების ოჯახის ისტორია-ესაა ისტორია სიმდიდრის, ძალაუფლების, პრივილეგიის და პრესტიჟის, მაგრამ ამავე დროს ესაა ისტორია ამ ცნობილი ოჯახის ტრაგიკული დასასრულისა. პრეზიდენტ ჯონ კენედის სიკვდილით ეს ტრაგედია მხოლოდ დაიწყო. მას შემდეგ, რაც 1968 წელს დაიღუპა ჯონის ძმა რობერტ კენედი, სენატორი ედუარდ კენედი გახდა ერთადერთი ოთხ ძმას შორის, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა (კენედების უფროსი ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა), მაგრამ სკანდალი, რომელიც მის თავს გადახდენილი ავტოკატასტროფის შემდეგ აგორდა, ედუარდ კენედის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სდევდა თან. მკვლელობები, ძალადობა, თვითმკვლელობა, ალკოჰოლიზმი, დეპრესია, ნარკოტიკების გადაჭარბებით მოხმარება - მთელი ეს კოშმარი კენედების ოჯახის უცვლელი თანამგზავრი იყო.
განდების ოჯახი
ინდოეთი დღესაც კი იმ მცირეოდენი ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ, ხოლო ХХ საუკუნის პირველ ნახევარში ამ ტრადიციებს ინდოეთში ყველა იცავდა, რევოლუციონერების გარდა, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლაალ ნერუ და მისი ქალიშვილი ინდირა განდი. რთულია ჩაწვდე ამ ქვეყანაში გამეფებულ კასტურ სისტემას, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ ინდოეთში სხვადასხვა კასტის წევრებს ან სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებს შორის ქორწინება სასტიკად იყო აკრძალული. 43 წლის ასაკში ინდირა დაქვრივდა - მისი ქმარი ფეროზი ინფარქტით გარდაიცვალა. ოთხი წლის შემდეგ მან კიდევ ერთი დანაკარგი განიცადა-გარდაიცვალა მამამისი.
როცა 1968 წელს ინდირას უფროსმა ვაჟმა - რაჯივმა გადაწყვიტა უცხოელზე - იტალიელ სონია მაინოზე დაქორწინება, რომელიც მან კემბრიჯში სწავლის დროს გაიცნო, ინდირას, რომელიც იმ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, მისთვის ხელი არ შეუშლია. რაჯივს სურვილი არ ჰქონდა პოლიტიკაში წასულიყო, ამისათვის ინდირა უმცროს ვაჟს-სანჯაის ამზადებდა, თუმცა დიდ მიზნებს ასრულება არ ეწერა-1980 წელს სანჯაი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 1984 წელს ინდირა განდი საკუთარი დაცვის ორმა წევრმა - შეთქმულმა სიკჰებმა მოკლეს. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისმა შვილმა - რაჯივ განდიმ შეცვალა, თუმცა საგვარეულო წყევლამ მასაც უწია და 1991 წელს ისიც სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
ფონ ერიხების ოჯახი
ფონ ერიხების ოჯახი გასული საუკუნის 80-იან წლებში ძალიან ცნობილი იყო ტეხასში. ოჯახის თითქმის ყველა წევრი მოკრივე გახლდათ. ოჯახის "პატრიარქი'' ჯეკ ეტკისონი, ცნობილი ფსევდონიმით ფრიც ფონ ერიხი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის შედეგ მან თითქოს წყევლა დაუტოვა შვილებს: ხუთი ვაჟიდან სამმა თავი მოიკლა, ერთი დენის დარტყმით მოკვდა საკუთარ სახლში, ხოლო ნაბოლარა ნარკოტიკების დიდი დოზით დაიღუპა 1984 წელს.
ანელების ოჯახი
ანელების ოჯახი-ცნობილი იტალიური დინასტიაა, რომელთაც სამეფო წარმომავლობა ჰქონდათ. 1968 წელს ოჯახის უფროსი ჯოვანი ანელი ფირმა "ფიატის" პრეზიდენტი გახდა. მალე ოჯახის შემოსავალმა ორ მილარდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება, ფულმა მათ ბედნიერება ვერ მოუტანა. უფროს შვილს - ედუარდოს საავტომობილო ბიზნესი არ აინტერესებდა, ამიტომ ის ინდოეთში გაემართა საკუთარი თავის საპოვნელად. 1999 წელს ედუარდო კენიაში დააპატიმრეს ნარკოტიკების უკანონო შენახვისათვის. 2000 წელს მან თავი მოიკლა ციხის საკანში. მანამდე სამი წლით ადრე, 1997 წელს, კიბოს იშვიათი ფორმით გარდაიცვალა ანელების უმცროსი ვაჟიც, რითაც შეწყდა კიდევ გვარის არსებობა.
ოსმონდების ოჯახი
ოჯახური ტრავმების გარჩევა ოსმონდების პოპ-დინასტიაში ალბათ ზიგმუნდ ფროიდს ბარეორ წელიწადს წაართმევდა. ოჯახის წევრები გონების არევითა და დეპრესიით იტანჯებოდნენ. აქ ხშირად ტრიალებდა საშინელი ისტორიები, დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან. ხალხის კუმირი - მარი ოსმონდი იტანჯებოდა მშობიარობისშემდგომი დეპრესიით და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილამდე დაწერილ წიგნში ის აღიარებდა, რომ არაერთხელ გამხდარა საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 2010 წელს მარი ოსმონდის ნაშვილებმა ვაჟმა, დონი ოსმონდმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რათა ბოლო მოეღო დაუსრულებელი დეპრესიისათვის.
მონაკოს მმართველთა დინასტია
არსებობს ლეგენდა, რომ მონაკოს სამეფო ოჯახს-გრიმალდების დინასტიას, საგვარეულო წყევლა მე-13 საუკუნიდან თან სდევს. გადმოცემის მიხედვით, თავადმა რენიე I-მა გააუპატიურა გოგონა, რომელიც შემდეგ ალქაჯი გახდა და მთელი ოჯახი დაწყევლა. წლების განმავლობაში გრიმალდების ოჯახს უბედურება უბედურებაზე ატყდებოდა. 1982 წელს დედოფალი გრეისი (ყოფილი კინომსახიობი გრეის კელი) ავტოკატასტროფაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახი ჩაიძირა სკანდალებში, ნათესაური კავშირების ძებნასა და უკანონო ბავშვების გამოაშკარავებაში. ცოტაოდენი ხნის წინ დაიღუპა გრეისის ქალიშვილის მეუღლე სტეფანო კაზირაგიც.
ბრანდოების ოჯახი
"შემზარავია, საშინელებაა"- პოლკოვნიკ კურცის სიტყვები ფილმიდან "აპოკალიპსი დღეს" მშვენივრად ეხამება ბრანდოების ოჯახის ტრაგედიას. ბრანდოების ოჯახში ბევრი ადამიანი იტანჯებიოდა ალკოჰოლიზმითა და ნარკოდამოკიდებულებით. როგორც მარლონ ბრანდო ამბობდა, ოჯახის დედა შვილების აღზრდას ლოთობას ამჯობინებდა. მარლონის მეუღლეს, ანა კაშფისაც კრისტიანზე მშობიარობის შემდეგ ალკოჰოლზე დამოკიდებულება განუვითარდა, თუმცა ბრანდოების ოჯახის ტრაგედია ამით არ დასრულებულა.
1990 წელს კრისტიანმა პისტოლეტით მოკლა მისი დის ბოიფრენდი ბევერლი-ჰილზზე მდებარე მარლონ ბრანდოს სახლში. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ერთი წლის შედეგ კი მისმა დამ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.
გეტების ოჯახი
ადამიანების მოტაცება, აფიორები, ნაადრევი სიკვდილი, დიდი ფული და უიღბლობა-აი გეტების ოჯახის ისტორია.
კომპანია Getty Oil Company-ის დამაარსებელი ჯან-პოლ გეტი გახდა პირველი ნავთობის მილიარდელი ამერიკაში, მისი პირველი შვილი-ტიმი 12 წლის ასაკში მოკვდა თავის ტვინის სიმსივნით; მეორე შვილი, ჯორჯი დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში. 1973 წელს გეტის ერთადერთი შვილიშვილი ჯან-პოლ გეტი III მოიტაცეს იტალიური მაფიის წევრებმა, მას ყური მოაჭრეს და დედამისს გაუგზავნეს, გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ბიჭი გაათავისუფლეს, მაგრამ მან ვერაფრით ვერ შეძლო პატიმრობაში მიღებული შოკის გადატანა და რამოდენიმე წლის შემდეგ ნახევრადპარალიზებული გარდაიცვალა.