პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედისგან ფულის გამოძალვის მიზნით, 48 წლის ბრაზილიელი ქალი, საბინე კოლ ბოგიჩი თაღლითურ სქემაში იყო ჩართული. ინფორმაციას NBS NEWS ავრცელებს.
საბინეს დედა, ჟენევიევ ბოგიჩი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერის, ჟან ბოგიჩის ქვრივია. შესაბამისად, მას უამრავი ღირებული ნამუშევარი და ნივთი ჰქონდა სახლში, რომელთა ღირებულებაც $142.42 მილიონამდე აღწევდა.
თანამზრახველებთან ერთად, რომლებიც თავს ექსტრასენსებად ასაღებდნენ, საბინე დედას ატყუებდა, რომ ნახატები დაწყევლილი იყო.
თაღლითური სქემა 2020 წელს დაიწყო, საბინეს დედას, ჟენევიევს უცნობი დაუკავშირდა, რომელიც უმტკიცებდა რომ თუ ქალიშვილს „სულიერ მკურნალობას" არ ჩაუტარებდა მაშინ ის შვილს მალე დაკარგავდა.
საბინე თანამზრახველებს ყველა საჭირო ინფორმაციით ამარაგებდა, რათა მათი საუბარი ჟენევიევისთვის დამაჯერებული ყოფილიყო. პარალელურად საბინე დედას სახლში ამყოფებდა და ექსტრასენსებთან ერთად სახლიდან ძვირად ღირებული ნახატები გაჰქონდა, რომლებიც მათი მტკიცებით, დაწყევლილი იყო და უარყოფით ენერგიას ატარებდა.
ჟენევიევი რაღაც პერიოდის შემდეგ სიტუაციის ნამდვილობაში დაეჭვდა და პოლიციას მიაკითხა. საბედნიეროდ, პოლიციამ დაკარგული ნამუშევრების უმეტესობას მიაგნო.