ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
1762631517
მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, სულ მცირე, ერთი მილიონი დრონის შესყიდვას აპირებს. ინფორმაცია არმიის მდივანმა დენიელ დრისკოლმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააზიარა.
მისივე თქმით, უკრაინა და რუსეთი, ყოველწლიურად 4-4 მილიონ დრონს აწარმოებენ, ხოლო ჩინეთს, სავარაუდოდ, ორჯერ მეტის წარმოების უნარი აქვს, არსებულ რეალობის გათვალისწინებით კი შეერთებული შტატები ისეთ პოზიციაში უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ომისთვის საკმარისი დრონი ჰქონდეს.