ზოგიერთი ფეხსაცმელი ქალს ასაკს მატებს - როგორ შევარჩიოთ სტილი

მოდა

ალბათ არც ერთ ქალს არ სურს, იმაზე ასაკოვანად გამოიყურებოდეს,  ვიდრე სინამდვილეშია.

ბევრი ქალი, ასაკის მიუხედავად, რჩება თანამედროვედ და აქტიურად მიჰყვება მოდის ტენდენციებს, რომლებიც ხშირად იცვლებიან. 


დღეს მინდა გესაუბროთ ისეთი სტილის ფეხსაცმელზე, რომელიც ახალგაზრდა ქალს ბებიად გადააქცევს.

                                                                          მ ო კ ა ს ი ნ ე ბ ი

 


ეს ძველი თაობის საყვარელი ფეხსაცმელია. იაფია, და შესაბამისად - უხარისხოც. ფეხსაცმელს ერთი სეზონი ატარებთ, მერე ფუჭდება და გამოსაცვლელია. სწრაფი გაფუჭება დაბალი ხარისხისა და მასალების მიმანიშნებელია. 
ხელოვნური ტყავი, პოლიურეთანის ძირი. ასეთ ფეხსაცმელში, რომელსაც ხელოვნური საფენი აქვს, მუდმივად ორთქლის აბაზანაში იქნებით. არ ჩამოვთვლი იმ დაავადებებს, რომლებიც შეიძლება ამის შემდეგ გაჩნდეს.

ასევე მოძველებულია დიზაინიც და არც შაბლონები განახლებულა. 

ასეთი სტილის ფეხსაცმელს არ გირჩევთ, გარდა იმ უარყოფოთი თვისებებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ვერც ერთ ლუქზე ვერ მოირგებთ.

                                               დეტალები,   რომლებიც   არ   არის   აქტუალური

 


ზოგჯერ ფეხსაცმელს აქვს ისეთი დეტალები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ისინი კვლავ გახდნენ აქტუალური, მაგრამ ახლა ისინი მხოლოდ მფლობელის დაბალ გემოვნებაზე მიანიშნებენ.

ეს არის ბაფთები, დიდი, ხელოვნური თვლები, პეპლები, ყვავილები და მაქმანები. 
ეს დეტალები მით უფრო მიუღებელია მაშინ, თუ ისინი ამშვენებენ დერმატინის ფეხსაცმელს.
გოგონების ფეხსაცმელზე რომ ვსაუბრობდეთ, მაშინ ასეთი დეტალები შესაბამისი იქნებოდა, მაგრამ ზრდასრული ქალის ფეხსაცმელზე ამ ელემენტების არსებობა სხვებს პატრონის  ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის შესახებ აცნობებს.

ეს არ არის „საყვარელი“. მოძველებული სტილისტური დეტალები „ამხელენ“, რომ ფეხსაცმელი დიდი ხნის წინაა ნაყიდი. შესაძლოა, მათზე კარგად ზრუნავდი, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი მოდიდან არიან გასული. ახლა უკეთესია მათი შეცვლა თანამედროვე მოდელებით.

მოძველებული დეტალები გახლავთ: „აწყობილი“ ქუსლი, კორპის ქუსლი, მომრგვალებული ცხვირი და ფარული ძირი.

 

                                           არც ფეხსაცმელი, არც კედი, არც ბოტასი


ფეხსაცმლის ტიპის განსაზღვრა თუ შეუძლებელია, ამან უნდა შეგაშინოთ. „ეს“ არ ჯდება არც ერთ სტილში. მით უმეტეს, თუ მასში ყველა ანტი-ტენდენციაა გაერთიანებული: პერფორაცია, სწორი ქუსლი (ე.წ. „ტანგეტკა“), ბავშვური ბაფთა.


                                                         მოხუცი    ბებიასთაილი


ეს აბსოლუტური ანტიტენდენციაა. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ რამდენადაც გნებავთ იმაზე, რომ ისინი მსუბუქია, რბილია, სუნთქავს, მაგრამ ეს საზაფხულო ფეხსაცმელი საშინელებაა. ჯობს, ზაფხულის თეთრი, სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვა, ვიდრე - ეს.

                                                                   რა შევარჩიოთ

ყოველთვის არსებობს იმ საშინელების ხარისხიანი ალტერნატივა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს ორიგინალური ქუსლით, ის შეიძლება იყოს ბურთის, ტრაპეციის ან სხვა გეომეტრიული ფიგურის სახით. თუ დაბალძირიანი ფეხსაცმელი ან პლატფორმა გიზიდავს, მაშინ უნდა შეარჩიო მოწნულძირიანი ფეხსაცმელი. სპორტული ფეხსაცმელი შეიძლება იყოს ჩუსტივით, თუ ისინი დამზადებულია ბადისებრი ქსოვილისგან, რბილი ძირებით. მათი გახდა არ მოგინდებათ.

გარდერობში შეიძლება იქონიოთ ე.წ. „ბალეტკები“ და „ლოფერებიც“ კი.

 

მადლობა, რომ სტატია რომ ბოლომდე წაიკითხეთ. თუ მოგეწონათ სტატია, დაელოდეთ ყოველდღე, „პრაიმტაიმზე“, მოდის სამყაროს ძალიან საინტერესო ამბებს.