როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

კლინიკა

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი ოჯახმა უკვე გადალახა, მას წინ კვლავ ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის გზა აქვს. ვატოს სჭირდება სპეციალური კვება და კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც მისი ძველი ვიზუალის აღდგენას ემსახურება.

„ვატომ უამრავი ადამიანი სულიერად გააერთიანა. ის აფხაზეთიდანაა და მისმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი ძალა აქვს ერთიანობას.

ახლა, ვატოს ოჯახს კვლავ ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. ვისაც როგორ შეგიძლიათ, დაეხმარეთ ოჯახს - ფინანსურად, პოსტის გაზიარებით, ლოცვითა და კეთილი სურვილებით. თითოეული მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დახმარების ანგარიშები:

GE55BG0000000533934768

GE70TB7445045064300101

მიმღები: თ. ქანთარია - ვატოს დედა

პირადი ნომერი: 42201042660

თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა - დაკავებულია ერთი პირი

✕