გამოაჩინე ღირსებები, დამალე ხარვეზები და არ გაკოტრდე! „ტარზანის ბიკინი“ და მონოკინი - საცურაო კოსტიუმების ახალი სახელები და მოდა 2022

მოდა

სადაცაა, საკურორტო სეზონი დაიწყება და ჯერ თუ არ მოგისწრიათ, ახლა სწორედ ის დროა, თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ბრენდების უახლეს ტენდენციებსა და ახალ კოლექციებს გავეცნოთ. ამოცანა უცვლელი რჩება: გამოაჩინე ღირსებები, დამალე ხარვეზები და ამავდროულად, არ გაკოტრდე! ამ ზაფხულს დიზაინერები უბრალო ქალების მხარეს არიან: მოდაშია როგორც ცალმხრივი საცურაო კოსტიუმები, ისე მაღალწელიანი ბიკინი მერილინ მონროს სტილში.

გთავაზობთ საცურაო კოსტიუმების მოდის ტენდენციებს, 2022 წელს

„რეტრო“


როგორც იქნა, გადავიდა მოდიდან ოთხმოცდაათიანი და ორიათასიენი წლების მოდა, როდესაც საცურაო კოსტიუმი თითქმის არ ჩანდა ქალის სხეულზე და ზოგჯერ აბსურდულობამდე აღწევდა, წვრილი ძაფების სახით, რომელიც თითქმის არაფერს ფარავდა. ტენდენციები საპირისპირო მიმართულებით წავიდა, მაგრამ არ გადავარდეთ უკიდურესობებში. ახალი სეზონის მთავარი მიმართულება კლასიკური რეტრო საცურაო კოსტიუმია, მაღალწელიანი ქვედაბოლოთი. დიზაინერები იგონებენ ახალ სილუეტებს, ტექსტურებს, პრინტებსა და შაბლონებს, მაგრამ არსი იგივე რჩება - კომფორტი და კომფორტი. ამ ტიპის საცურაო კოსტიუმები ყველასთვის შესაფერისია - მათთვისაც კი, ვისაც არასასურველი მუცლის დამალვა სურს.

ერთიანი საცურაო კოსტიუმი


ამ სეზონზე  ბიკინი შესამჩნევად ჩაანაცვლა ერთიანმა საცურაო კოსტიუმმა. დიზაინერები გვთავაზობენ როგორც მარტივ, ასევე მოხატულ, გაფორმებულ, მაქმანებით გაწყობილ ვარიანტებს. 


მონოკინი


ახალი სიტყვა - „მონოკინი“, მოდის სამყაროში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. დიზაინერებმა გაარკვიეს, როგორ გააერთიანონ მთლიანი საცურაო კოსტიუმი და ბიკინი, რათა მიიღონ გამარტივებული ვერსია - მონოკინი. ერთობლივი საცურაო კოსტიუმის უფრო „შიშველი“ ვარიანტი გამოიყურება ქალურად და ელეგანტურად, იმეორებს წელის, თეძოების, მკერდის ფორმას. Monokini არ არის შესაფერისი ყველა ფიგურისთვის, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ, იპოვოთ საშუალო ვარიანტი.

სპორტული სტილი 


„ძირს, ქალურობა და სილამაზის სტანდარტები!“ – გაიფიქრეს დიზაინერებმა და შეიმუშავეს ახალი სტილის სპორტული საცურაო კოსტიუმები. ის უბრალოდ, ლამაზი და ელეგანტური აღმოჩნდა. ქალბატონებისთვის, რომლებსაც მოსწონთ, გამოიყურებოდნენ არატრადიციულად, არღვევენ სტერეოტიპებს, გამოუშვეს ელეგანტური სპორტული მოდელები როგორც ერთიანი საცურაო კოსტიუმების, ასევე - ბიკინის. პლაჟის ფორმასთან ერთად აუცილებლად მოირგეთ ბეისბოლის ქუდი, ზურგჩანთა. ასეთი ჩაცმულობით აუცილებლად მიიქცევთ ყურადღებას.

წელს თავი დაანებეთ პარეოსა და რეზინის ფლოპებს და ამ ზაფხულს ჩავუღრმავდეთ მაღალი მოდის სამყაროს, ვცადოთ გამჭვირვალე კაბა ასიმეტრიული ქვედაბოლოთი, დამაინტრიგებელი ნაქსოვი ტუნიკა ან თეთრი (ზოლიანი) პერანგები, საყვარელი მამაკაცის გარდერობიდან. 

ლეღვის ფოთლის მაგვარმა საცურაო საცურაო კოსტიუმმა მიიღო ორიგინალური სახელწოდება - „ტარზანის ბიკინი“. ისინი ძალიან ცოტა ადგილს ტოვებენ ფანტაზიისთვის და რუჯის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ. და მაინც, - ეს არის მომავალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ტენდენცია.