დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, ესპანეთში ცხედრები იპოვეს
1730263733
ბევრ ჩვენგანს უჭირს დაძინება, ზოგისთვის ეს უფრო პრობლემურია, ვიდრე ნორმალური ძილის რეჟიმის მქონე ადამიანისთვის.
ჩვენი ძილის ჩვევები შეიძლება დაექვემდებაროს ცხოვრების სტილის სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის ყავის მოხმარების ზრდას ან ყოველდღიურ სტრესულ სიტუაციებს.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ადამიანი თავს „ძილის მებრძოლად“ მიიჩნევს.
ძილის ერთ-ერთმა ექსპერტმა გამოავლინა სამი სიმპტომი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ძილის ჩვევებში, რაც შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ექიმთან კონსულტაცია გჭირდებათ. ძილიანობის პრობლემის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
ხშირი უძილობა
თუ თქვენ გიჭირთ დაძინება ერთ თვეზე მეტი, დროა მიმართოთ ექიმს. ძილის ექსპერტის, დოქტორ დეიზი მეის თქმით, ის, თუ რამდენ ხანს გძინავთ, შესაძლოა პრობლემა იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ისეთი ღამეები, როდესაც გვიჭირს დაძინება, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ჩვენს გარშემო ხმაური, სიცხე ან უბრალოდ ზედმეტი ფიქრი, თუ ეს ძალიან ხშირად ხდება, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
მან განმარტა: ”თუ აღმოაჩენთ, რომ ნამდვილად გიჭირთ დაძინება ოთხი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ დროა მიიღოთ დამატებითი დახმარება თქვენი ექიმისგან, რომელსაც შეუძლია საჭირო ზომების მიღება“.
დაღლილობა დღისით
ჩვენ ყველას გვჭირდება მინიმალური ძილი, რომ გამართულად ვიმუშაოთ ყოველდღე. ზრდასრულთა უმეტესობას სჭირდება შვიდიდან ცხრა საათამდე კარგი ხარისხის ძილი ყოველ ღამე.
ასე რომ, თუ შეამჩნევთ, რომ ზედმეტად დაღლილი ხართ დღის განმავლობაში, ვერ ახერხებთ დღის განმავლობაში კონცენტრირებას და გრძნობთ ნაკლებ ენერგიას, წყენას და გაღიზიანებას, ეს იმის ნიშანია, რომ საკმარისად არ გძინავთ.
ექიმმა დეიზი მეიმ თქვა: ”კარგი ღამის ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმსუქნის, მეხსიერების დაკარგვისა და გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ამიტომ უმჯობესია მისი დალაგება.”
თუ არც ერთი ხრიკი არ მუშაობს, რასაც დასაძინებლად მიმართავთ:
თუ არცერთი ხრიკი უკეთესი ძილისთვის არ მუშაობს, ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს.
როცა დაძინებას გვიჭირს, ჩვენ ხშირად გვაძლევენ უამრავ რჩევას უძილობის დაძლევის გზებზე. დიდი შანსია, რომ თქვენც ნაცადი გაქვთ ამ ხრიკების უმეტესობა.
თუ თქვენ სცადეთ ყველაფერი, დაწყებული ბალიშის და ლეიბების გამოცვლებით, კოფეინისა და ალკოჰოლის შემცირებით, ძილის წინ ტელეფონის მოშორებით, მცენარეული საშუალებების დალევით და დამთავრებული ცხვრის დათვლით და ეს მაინც არ მუშაობის, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს.
დოქტორი მეი ამბობს: „თუ გრძნობთ, რომ სხვა რამის გაკეთება არ შეგიძლიათ თქვენი ძილის დასახმარებლად, მაშინ მიმართეთ ექიმს“.