1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მეცნიერებმა CRISPR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს საწინააღმდეგო ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მეთოდი იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების აღმოჩენასა და განადგურებაში ეხმარება.
დღეს გენურ ინჟინერიას უკვე უამრავ სფეროში ვიყენებთ. CRISPR — ესაა რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ. CRISPER-ის უნივერსალურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ისეთი უმძიმესი დაავადებების დასამარცხებლადაც შეგვიძლია, როგორიცაა სიმსივნე და აივ ინფექცია.
ჩვენს სხეულში (MHC) I კლასის მოლეკულებია. ეს ძირითადი ჰისტოთავსებადობის კომპლექსია, რომლებიც წარმოდგენილია ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის ზედაპირზე. ეს მოლეკულები იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში ეხმარება.
თუმცა, როდესაც კიბოს უჯრედები იმუნური სისტემის გააქტიურობას გრძნობენ ისინი MHC-ის მოლეკულებს ემალებიან. ეს მათ CD8+ T უჯრედებისგან დამალვაშიც ეხმარება. CD8+ T იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლის მთავარი იარაღია.
ეს ძალიან ცუდია, რადგან კიბოს უჯრედებთან ბრძოლის შეფერხება მხოლოდ ახანგრძლივებს დაავადებას და ტოვებს მას ორგანიზმში.
დავეხმაროთ იმუნურ სისტემას
მკვლევრებმა იაპონიიდან და შეერთებული შტატებიდან შეიმუშავეს ახალი მეთოდი კიბოს უჯრედებში MHC I კლასის მოლეკულების რაოდენობის გაზრდის მიზნით. ამით მათ იმუნური სისტემის შესაძლებლობები გაზარდეს.
„ჩვენს აღმოჩენას დიდი პოტენციალი აქვს. CRISPR-ის ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ იმუნური სისტემა და მას კიბოს უჯრედების განადგურებაში დავეხმაროთ", - თქვა პროფესორმა კოიჩი კობაიაშიმ, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მკვლევარმა.
კობაიაშმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს გენი სახელად NLRC5, რომელიც აკონტროლებს MHC I კლასის დონეს. მათ გააცნობიერეს, რომ კიბოს დროს ეს გენი ითრგუნება, როდესაც დნმ-ზე გარკვეული მოლეკულები გათიშულია.
ამას დნმ-ის მეთილაცია ეწოდება, რაც ამცირებს MHC I კლასის დონეს და ეხმარება კიბოს უჯრედებს დამალვაში.
ახლად შემუშავებულ მეთოდს TRED-I (Targeted Reactivation and Demethylation for MHC-I) ეწოდება და მას შეუძლია შეცვალოს NLRC5 გენის დნმ-ის მეთილაცია და კვლავ გაააქტიუროს ის.
მეთოდი MHC I კლასის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის და ეს სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე.
მკვლევრებმა ახალი მოდელი იმ ცხოველებზე გამოცადეს, რომლებსაც კიბო ჰქონდათ. მეთოდმა სიმსივნე მნიშვნელოვნად შეამცირა. ახლა მკვლევრებს ახალი მეთოდის ადამიანებზე გამოცდა სურთ.
ასევე წაიკითხეთ:
რა სარგებელს მიიღებთ თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჯინჯერის ჩაის დალევთ
როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ