რა სარგებელს მიიღებთ თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჯინჯერის ჩაის დალევთ

ჯინჯერი ჩაი

ჯინჯერის სასარგებლო თვისებები ამოუწურავია. განსაკუთრებით სასარგებლო კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაა.

სპეციალისტების განმარტებით, ჯინჯერის, იგივე კოჭას ფესვების ნახარში კარგია ღრძილების ანთების წინააღმდეგ, აუმჯობესებს გულის სიჯანსაღეს, კარგია გულისრევის შეგრძნების წინააღმდეგ და ასევე ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

ბლოგერი ამანდა მაკკოი ჯინჯერთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

„გადავწყვიტე ახალი ჯინჯერი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე მიმეღო. მისი მიღების სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ მე გადავწყვიტე ის ყოველ დილას და საღამოს ჩაის სახით დამელია. 

მისი მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ კოჭას ადუღებული წყალი უნდა დაასხათ და დაელოდოთ რამდენიმე წუთი“, - ამბობს ამანდა.

ბლოგერის თქმით, მას ჰქონდა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე პრობლემა და ჯინჯერის ჩაის მიღების დაწყების დღიდანვე იგრძნო ამ თვალსაზრისით შვება. განსაკუთრებული ეფექტი კი მას უკვე მესამე დღიდან ჰქონდა

„ამ ჩაის საშუალებით ასევე მე დავამარცხე კუნთების ტკივილი, რომელიც ვარჯიშის გამო მაწუხებდა. ვარჯიში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იმდენად მაწუხებდა ყოველი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი, რომ ეს უკვე გაუსაძლისი იყო. ჯინჯერის ჩაის მიღებიდან მეოთხე დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი კუნთები გაცილებით გაძლიერდა და ტკივილი აღარ იყო წინანდელივით მძაფრი. 

ზოგადად, მჯერა, რომ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტების. მაგალითად პიტნის ზეთი მეხმარება თავის ტკივილის წინააღმდეგ და თაფლს ვსვამ ყელის ტკივილის დროს. ორივე მათგანი საოცრად ეფექტურია“, - ამბობს ბლოგერი.

შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში ჯინჯერის ჩაის მიიღებთ, მოგიწესრიგდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხარისხი, კუნთოვანი სისტემა გახდება უფრო ძლიერი, ამასთანავე ის დადებითად იმოქმედებს თქვენს პირის ღრუზე, კბილების სიჯანსაღეზე, გაუმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხიც.

შეიძლება თუ არა ერთ კვირაზე მეტხანს ჯინჯერის ჩაის მიღება? 

სპეციალისტების რეკომენდაციით, ერთ კვირაზე მეტხანს ამ ჩაის მიღება არ შეიძლება, თუმცა ერთკვირიანი კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ მეორე თვეს.

 

ასევე წაიკითხეთ:

„გახსოვდეს, ფულს და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ – 2024 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ