გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა მცენარეები მთვარის ნიადაგით გაზარდეს. ფლორიდის უნივერსიტეტისა და ნასას ამ ექსპერიმენტმა, მთვარის მიწის ნიმუშების გამოყენებით, შეიძლება განაპირობოს ასტრონავტთა მომავალი მისიების წარმატება შორეულ კოსმოსში.
მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს აპოლო 11-ის, 12-ისა და 17-ის მისიების დროს შეგროვებული ნიადაგის ნიმუშები გამოიყენეს. მათ აინტერესებდათ, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ნიადაგით მცენარეების გაზრდა და როგორ რეაგირებენ მცენარეები მათთვის უცნობ გარემოზე, თუნდაც გენის ექსპრესიის დონემდე.
ინფორმაციას NASA ავრცელებს.