ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლები ცხელ და მზიან ამინდებში აგრესიას უფრო ავლენენ. მკვლევრების თქმით, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანებში კრიმინალის რაოდენობა მატულობს. ჩვენ გვაინტერესებდა როგორ მოქმედებდა ეს ფაქტორი ძაღლებზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცხელ დღეებში ძაღლები ადამიანების მიმართ უფრო აგრესიულები არიან", - აღნიშნულია Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
მკვლევრებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გამოიყენეს. სტატისტიკა აშშ-ს რვა ქალაქის მონაცემებს დაყრდნო. შედეგად მკვლევრებმა 70 000-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა გააანალიზეს.
მკვლევრები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რით არის ეს გამოწვეული. თუმცა, სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ფაქტია, რომ იგივე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც.
საბოლოოდ, ეს აჩენს შეკითხვას, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლება აისახოს ძაღლებზე გლობალური დათბობა. შეკითხვებზე პასუხების მისაღებად ჰარვარდის მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.
ასევე დაგაინტერესებთ
👉 VIDEO: ატირებული დიასა, გოგონების მწვავე დაპირისპირება და კადრები, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა
👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა