„როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო…“ - 3 წელი შაქარას მკვლელობიდან და მეგობრის გახსენება

შაქარას მეგობარი იხსენებს

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 

ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები.

გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ბექამ, რომელიც ამავდროულად მისი გუნდელი იყო, შაქარას დარიგება გაიხსენა. 

„შაქარა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან რელიგიური ადამიანი. როცა გუნდელები ვიყავით, სულ ერთად ვიყავით. ასეთი რაღაც მითხრა, დარიგება მომცა, სანამ ვარჯიში დაიწყებაო, ან როცა თამაში გექნებაო, გასვლამდე თქვი ეს სიტყვებიო: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ძალიან დაგეხმარებაო. ყოველთვის ამ სიტყვებს ვიძახი. ამ სიტყვებზე ყოველთვის შაქარა მახსენდება” – თქვა გიორგის მეგობარმა ბექა ფილფანმა.

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: ატირებული დიასა, გოგონების მწვავე დაპირისპირება და კადრები, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა

👉 VIDEO: კრიმინალური გარჩევა ძმებს შორის - ბათუმში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი და დაკავებული 8 პირი

👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა