პოლიტიკოსი ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა

ირაკლი შიხიაშვილი

53 წლის ასაკში პოლიტიკოსი ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ის მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკოსმა ესპანეთის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ხანგრძლივ პროცედურულ მკურნალობაზე საუბრობდა.

შიხიაშვილი 1992-1993 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს");

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი "ახალი მიმარჯვენეები");

2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ;

2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო - საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ;

2010 წლის მაისიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;

2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია "თავისუფლება"-ს თავმჯდომარე;

2013-2014 წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;

2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი.