VIDEO: „თითქოს დამშვიდობებაა, აღსარებაა...“ - თენგიზ არჩვაძის უნიკალური ვიდეო ინტერვიუ

tengizi

პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა თენგიზ არჩვაძის უნიკალური ვიდეო ინტერვიუ მოგვაწოდა. ის „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ამ 24 წლის წინ გადაღებულ კადრებში, არტისტი ერთგვარად გვემშვიდობება.

„თითქოს დამშვიდობებაა, თითქოს აღსარებაა. თბილად საუბრობს საქართველოზე...

ბატონი თენგიზის ვიდეო ინტერვიუებით განებივრებულნი არ ვართ. ეს ინტერვიუ წლების წინ ჩავწერე.

ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება. გაანათლოს უფალმა“, - ამბობს დათო „პრაიმტაიმთან“.

ვიდეო ინტერვიუში კი არტისტი ქართველებს და საქართველოს ლოცავს:

„ქართველებს ოჯახის სიმრთელეს, პატარების სიმრავლეს, ბედნიერებას ვუსურვებ...

იქნებ, 21-ე საუკუნემ მაინც მოიცალოს ჩვენთვის, ქართველებისთვის, სიკეთისთვის. მეოცე საუკუნემ ძალიან დაგვსაჯა. მძიმე საუკუნე იყო ქართველებისთვის, ძალიან... გაგვამესამედა თუ გაგვამეათედა რიცხვობრივად, ისედაც, ასედაც.

ბედნიერები იყავით. მომწონს ქართული აფორიზმი - „ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვიტკირსა.“ გაგვეძლოს ქვიტკირისთვის. მომავალი მაინც ჩვენკენ იქნება. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, რომ ღვთისმშობელმა თავისი კალთა არ გადმოგვაფაროს“, - თენგიზ არჩვაძე.

 

 

არტისტს სამშაბათს, 31 ოქტომბერს დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან 14 საათზე გამოასვენებენ და იქვე, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

"გარეგნობით არასდროს „უმარიაჟია“, უყვარდა კოხტად ჩაცმა „შლიაპა“ რამდენიმე ადამიანმა შემოიტანა თბილისში, მათ შორის თენგიზიც იყო - ხელოვანები თენგიზ არჩვაძეზე

მქონდა განსაცდელი, 19 წლის ვიყავი... უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება...“ - რას იხსენებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

როცა დიასახლისი სახლს ალაგებს და თან გულში ლოცულობს, იცოდეთ, მაშინ მთლიანად სახლის კურთხევა ხდება“ - ბერი პაისი

ბაჯბაჯას დებიუტიც შედგა“ - ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნის კონცერტზე მისი შვილიშვილი გამოჩნდა

ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა“ - ზეიკო ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა