კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, თავის ლექციაზე თემით - მეტამორფოზა, თავისი ცხოვრებიდან გაიხსენა მომენტი, როდესაც მან ღმერთი აღმოაჩინა. აი, რას ჰყვება სასულიერო პირი.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ხრუშოვის დროს დავიბადე. ათეისტურ პერიოდში. ვცხოვრობდი გარემოში, რომელმაც ისეთი პირობა შემიქმნა, რომ ჩემში არანაირი მეტამორფოზა არ მომხდარიყო. ეს ის დროა, როცა ყველგან დახურულია ღმერთის თემა. იშვიათად ვინმეს თუ მორწმუნე ბებია ჰყავს. ამ სიტუაციაში ვიზრდები. და მქონდა განსაცდელი, 19 წლის ვიყავი, ჩიხურ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი. და იმან, რომელიც არ ვიცოდი რომ არსებობდა, იმან, რომელიც ადამიანად მოვიდა - მე მიპოვა! ეს იყო ჩემი მოქცევის და მეტამორფოზის დასაწყისი. მე ღმერთის არა თუ მწამდა, არც ვიცოდი მისი არსებობა. უცებ, ამ ჩიხურ სიტუაციაში, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება, რომ ის არის ღმერთი, მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რომელმაც ჩიხში შემიყვანა. ამიხსნა, რისთვის არის ეს ჩიხი. იქიდან დაიწყო ჩემი მეტამორფოზა. მე საკუთარ ტყავზე ვიცი, რა არის ნამდვილი ადამიანური მეტამორფოზა. დაიწყო ძიების პროცესი, ადვილი არ იყო. გავხდი მორწმუნე.
ნამდვილი მეტამორფოზა მაშინ იწყება, როდესაც ის გიპოვის. სხვათა შორის, ის თვითონ გვპოულობს და არა ჩვენ - მას. იქიდან აქ ჩამოვიდა და გამიკვალა გზა, რომ მე ავიდე ზევით, აქედან - იქ. ქრისტე მოწაფეებს ეუბნება, თქვენ კი არ გამომირჩიეთ მე, მე გამოგირჩიეთ თქვენ. ის გვპოულობს და ანთებს ჩვენს გულში სანთელს. ამ სანთელს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ არ ჩაქრეს. თუ გავუფრთხილდებით, ის მზედ გადაიქცევა.
ადამიანის მეტამორფოზის დროს ღმერთი არ ძალადობს. უაღრესად ფაქიზად გვეხება, რომ არ შეზღუდოს ჩვენი თავისუფლება.
ის გამოცხადებით მოდის. მე მისი პირველი გამოცხადების შემდეგ, მთელი ცხრა წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ქრისტემ მოიტანა. არსად ძალა არ დაუტანებია. პერიოდულად მეხმარებოდა.
ადამიანში იწყება დაუსრულებელი მეტამორფოზის პროცესი. ღმერთი იწყებს შენში ცხოვრებას.
ქრისტიანული პრაქტიკა ადამიანს აძლევს იმის საშუალებას განიცადოს ქრისტე საკუთარ თავში; ეს იწვევს ადამიანის მეტამორფოზის დაუსრულებელ პროცესს. ჩვენში შემოდის სიცოცხლე და იგი აქრობს ჩვენში სიკვდილს...
ასევე დაგაინტერესებთ:
„როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა შეასრულა...“ - რას წერს მამა თეიმურაზ ქორიძის მეუღლე