VIDEO: რა მოხდა „სიქსტის კაპელაში“, როცა ქართველებმა საგალობელი შეასრულეს - შთამბეჭდავი კადრები

„სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამოა. „სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება. მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი გასულ წელს, მისი ვატიკანში ვიზიტის დროს დაიგეგმა და პაპ ფრანცისკეს მადლობას უხდის.

„შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად. დღეს ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენს მოგონებებში დარჩება. ჩემი უდიდესი მადლიერება პაპ ფრანცისკეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ ქართული საგალობლები შეასრულა.