პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
ილია ჭავჭავაძეს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა რამდენიმე ქართული სიმღერის მიმართ.
მათ შორის ერთ-ერთი იყო „ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ“, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურად გასდევდეს მის ცხოვრებას და იმ დასასრულს მას რომელიც ჰქონდა.
როგორც ისტორიკოსი და ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი ამბობს, ილია სიკვდილის წინ სწორედ ამ სიმღერას ღიღინებდა.
„ილია ჭავაჭავაძე ძალიან ხშირად ღიღინებდა „ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ“ და მაშინვე თვალწინ დამიდგა მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, როდესაც ილია ოლღასთან ერთად მიდიოდა თბილისიდან საგურამოში, დახვდნენ და გამოკრეს ჩახმახს ხელი. არ ვიცი სიკვდილის წინ რა გაიფიქრა, დაიძახა თუ არა „მე ილია ვარ არ მესროლოთ“, მაგრამ თითი გამოჰკრა ასევე ქართველმა. ეს ეპოქალური ადამიანი არის ჩვენი ხელით მოკლული“, – ამბობს თომა ჩაგელიშვილი.