VIDEO: ინდოეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდი ფესტივალი მიმდინარეობს

კუმბ

კუმბა-მელა, ანუ "ქოთნის დღესასწაული", მომლოცველთა გრანდიოზული შეკრებაა ინდოეთში. ის მრავალი საუკუნეა იმართება, მაგრამ მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, რაც მას ათეულობით მილიონი კაცი ესწრება.

კუმბა-მელა, რომელიც იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ შეკრებად ითვლება.

ინდოეთში მიმდინარე კუმბა-მელა 45 დღე გრძელდება. ფესტივალში ასობით მილიონი ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც წმინდა მდინარეებში ბანაობენ სულიერი განწმენდისთვის.

2025 წლის ღონისძიება 13 იანვარს დაიწყო და 26 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოებაზე და ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე.