დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გადაცემაში „ნოესთან“ გიორგი კეკელიძემ გაიხსენა ამბავი, რომელიც გურულ დღიურებში არ შეიტანა, თუმცა ამას დღეს ნანობს. ამბავი დრამატული და სევდიანია.
„ეს „ამბავი ფილმივითაა და ძალიან დრამატული და სევდიანია. ვნანობ, რომ წიგნის ნაწილად არ ვაქციე.
როცა მამაჩემი გარდაიცვალა მკაცრი ზამთარი იყო, ელექტროენერგია გამორთული იყო, ჭირდა რაღაცების შეძენა, როცა მამაჩემს მოსავდნენ, ვერ ვიშოვეთ შესაბამისი ფეხსაცმელი და ჩემი „ბათინკი“ ჩავაცვით. იმდენად ემოციური კადრი იყო და ძალიან დატვირთული, რომ მომინდა დამეწერა, მაგრამ წიგნში ვერ აღმოჩნდა, ზედმეტად ნატურალისტურად მეჩვენა, მაგრამ დღეს ვნანობ, რომ არ შევიტანე „გურულ დღიურებში“ - ამბობს გადაცემაში გიორგი კეკელიძე.