პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ერთმანეთი მარჯანიშვილის თეატრში გაიცნეს, სადაც ცოლ-ქმარს თამაშობდნენ. მალე ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. წყვილს ერთი შვილი, ბიჭი ეყოლა და მას დათო დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ სესილია და ვასო სიყვარულით დაქორწინდნენ, მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. 3 წელიწადში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
როდესაც თაყაიშვილმა ქალების გულთამპყრობელად წოდებულ გოძიაშვილს ღალატი არ აპატია, ვასოს უთქვამს: "ვააა..ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა ცოლსა! კინაღამ არ მამკლა, კაცო! ძლივს გამოვასწარი..."
სესილია მეორედ აღარ გათხოვილა. იქნებ ცხოვრებამ შეიყოლია, ან, ან უბრალოდ, მამაკაცის სიყვარულის მითების აღარ სჯეროდა... ვინ, იცის! ფაქტია, მის გაუთხოვრობას ლეგენდები მოყვა, რომ მას გაცილების მერეც გაგიჟებით უყვარდა ვასო და მის ერთგულად დარჩა...
დაუშვებელი არაფერია, ხანდახან ქალები ხომ მარტო ყოფნას იმიტომ ამჯობინებენ, საყვარელი მამაკაცისაგან ტკივილები რომ აირიდონ!
როცა ვასოს მორიგი რომანის შესახებ შეიტყობდა, ასე ამბობდა: "აბა, ამას მე როგორ ავიტანდი!"
ის არასოდეს ცუდს არ ამბობდა ყოფილ მეუღლეზე და არც მის ვაჟს, დათო გოძიაშვილს, დედისაგან მამაზე ცუდი არ სმენია...
სესილია თავდაუზოგავად შრომობდა სცენაზე თუ ეკრანზე და არაერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი სახე აჩუქა ქართულ ხელოვნებას!
დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანურ ტკივილებს სჯობნიან და სახელოვან ისტორიას ქმნიან. თუმცა ისტორიამ სესილია და ვასო მაინც წყვილად შემოინახა...!