1741952391
სიცილიაში 2000 წლის ნიღაბი აღმოაჩინეს - იგი მედუზას გამოსახავს

არქეოლოგებმა სიცილიის ქალაქ ლიკატაში (ძველი ფინციადე) 2000 წლის წინანდელი ნიღბის ფორმა იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მითოლოგიურ მედუზას ასახავს.
სპეციალისტების თქმით, ნაპოვნი არტეფაქტი ბერძნულ-რომაული კულტურული გავლენების შერწყმის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.
აღმოჩენა ანტიკური ბერძნული ქალაქის სახელოსნოში მოხდა, სადაც ნიღბების წარმოება მიმდინარეობდა.
ფინციადე ძველი წელთაღრიცხვით 282 წელს დაარსდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო.