დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ქართული ჯაზის ლეგენდა, 88 წლის გიული ჩოხელი სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის წინ დაწერილ ლექსს აქვეყნებს, რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა.
"ჩემი შვილი"
ჩემს შვილს პლანეტა არ მოეწონა... აირჩია ღვთის ზეცის ველი...
ცხადში, თუ სიზმრად გრძნობა მკარნახობს -
მის დაბრუნებას - მოსვლას მოველი...
შეცოდებას მე არ მივიღებ!
რადგან ჩემთვის ის ცოცხალია!
ჩემი გული შვილს ელოდება,
დინარა იმედის თვალია.
ჩემს თავს უფლება დღეს ჩამოვართვი... ტირილის, გლოვის სევდის, გოდების- თმენას, სიმშვიდეს, სიმღერის ბგერას, ის ჩემგან დღესაც მოელის.
შენმა სულმა უნდა იხაროს!
გლოვა სულის ფრენას შესწყვიტავს! ჩემი რწმენა და ლოცვები,
ჩემს უბედურებას დაფარავს.
გიული ჩოხელი
15 ივლისი, 2014 წელი
შარშან გიული ჩოხელმა "პრაიმტაიმს" ინტერვიუ მისცა.
გიული ჩოხელი: მე ხომ შვილი დამეღუპა. ახლა ჩემი ძაღლი, ჯეზია ჩემი შვილი. შვიდი წელია, მეტი კი - არა. ძლივს გამოვედი ამ მდგომარეობიდან. სამი თვე ჩავიკეტე, არ ვჭამდი, არ ვსვამდი, ოცი კილო დავიკელი. არ მინდა ამ თემაზე. გადადით ბმულზე...
ასევე დაგაინტერესებთ:
საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას
ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ