პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"დათ, გილოცავ!!! საოცარი და ჯადოქარი ადამიანი ხარ, გამორჩეული შენი შინაგანი საინტერესო სამყაროთი.
მე ბედნიერი ვარ, რომ მომიწია შენთან ერთად მოგზაურობა. მიყვარხარ და ბევრი ჯადოქრობები გველოდება" - ასე ულოცავს დაბადების დღეს დათო ევგენიძეს თავისი ცოლი, ნინო ჟვანია.
მაესტრო 2 დეკემბერს 64 წლის გახდა.
...
მე დავიბადე დეკემბრის თვეში
64-ჯერ დარეკა ზარმა…
64-ჯერ ვიყავი ქარი…
64-ჯერ წამიღი ქარმა…
ბედისწერასაც ვებედისწერე - ცა ავირჩიე უფსკრულთან მდგარმა…
მარადისობა ვაქციე ბგერად ათასწლეული ატარა წამმა…
და მაინც ისევ ბავშვი ვარ
რადგან -
არაფერია უფრო ნათელი…
ჩემი სიცოცხლე აღსარებაა -
მაცხოვრის ხატთან ერთი სანთელი…
…
5 ნოემბერს მოულოდნელად ხელი მოაწერა. ნინო ჟვანიასთან თანაცხოვრების თვრამეტი წლის თავზე, უცებ სპონტანურ "ქორწილში" შვილების მეგობრებთან ერთად გაერთო.
დათო ევგენიძე: ამ ვირტუალურ პერიოდში, როდესაც უახლოესი ადამიანები იშვიათად ხედავენ ერთმანეთს და მხოლოდ სოციალური ქსელებით ურთიერთობენ, ამ ჩვენი ქორწილის დღეს, ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცათ. ყველასთვის ბედნიერი დღე იყო.
პატარა სუფრა აღარ გამოვიდა, მაგიდების დასამატებლად სირბილი მომიწია. არავინ დამიპატიჟებია, სამეგობროში ვთქვი, ხელს ვაწერ-მეთქი. ვისაც ვენატრებოდი და ვუყვარვარ, მოვიდნენ. ძალიან ბევრი ახლობელი გვეწვია. ფაქტობრივად, ქორწილი გამოგვივიდა.
თავი გავიახალგაზრდავე. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერი იყო. ჩემი თაობიდან უკვე ათწლეულებია ხელის მოწერის რიტუალი, არავის ჰქონია და ყველა მონატრებული იყო ამ ყველაფერს. ყველას ჰქონდა ის სახალისო განცდა, მეგობრის ქორწილში წასვლით რომ აქვს ხოლმე ადამიანს. "მეგობრის ქორწილში" იყვნენ.